Мой сайт
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 3
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 2 » ეროვნული ბანკის შუამდგომლობამ სწრაფი გადახდის კომპანიებს იმედი ჩაუსახა ( ოთხშაბათი, 18 დეკემბერი 2013 00:00)
1:04 PM
ეროვნული ბანკის შუამდგომლობამ სწრაფი გადახდის კომპანიებს იმედი ჩაუსახა ( ოთხშაბათი, 18 დეკემბერი 2013 00:00)

თბილისი (BPI) - ეროვნული ბანკის შუამდგომლობით შესაძლოა სწრაფი გადახდის ყველა კომპანიას მობილურის ბალანსის შევსებაზე ნულოვანი საკომისიო დაუწესდეს.

შეგახსენებთ, რომ სწრაფი გადახდის კომპანიებს მობილურმა ოპერატორებმა სუბსიდირება შეუწყვიტეს და 4%–იანი საკომისიოს გადახდა მობილურის შევსებაზე მომხმარებელს უწევს. გამონაკლისი „საქართველოს ბანკის" სწრაფი გადახდის აპარატებია, რასაც სხვა კომპანიები აპროტესტებენ. როგორც სწრაფი გადახდის კომპანიების ადვოკატმა ,,კომერსანტს’’ აცნობა, ეროვნული ბანკი დაინტერესებულია არსებული პრობლემით და მათი მიზანი სწრაფი გადახდის ბიზნესის კონკურენტულ პირობებში განვითარებაა.

აკაკი ჩარგეიშვილის თქმით, მობილურ ოპერატორებს, სწრაფი გადახდის ბიზნესს და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიას შორის შეხვედრა მზადდება. ადვოკატის თქმით, ვიდრე შეხვედრა არ შედგება, სწრაფი გადახდის აპარატების ბიზნესის მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ბანკებისათვის საგადახდო ბიზნესის შეზღუდვას ითვალისწნებს, პარლამენტში არ შევა. თუმცა, თუ ეროვნული ბანკის შუამდგომლობით გამართულ შეხვედრას კონკრეტული შედეგები არ მოჰყვა, კანონპროექტის გატანა საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.

ნანახია: 551 | დაამატა: gela | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz