Мой сайт
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 3
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 2 » საქართველოს მიზანია იყოს 'ლიდერი' ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 ნოე.'13 / 21:02
8:04 PM
საქართველოს მიზანია იყოს 'ლიდერი' ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 ნოე.'13 / 21:02
  • საქართველო დონორთა კონფერენციისკენ მოუწოდებს ბრიუსელში მომავალ წელს;
  • ‘კონფერენცია ხაზს გაუსვამს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს რეფორმების მიმართ’;
  • მარგველაშვილი: საქართველო „პირობას დებს, რომ სწრაფად განავითარებს რეფორმების პროცესს;
  • ევროკავშირთან ასოცირება არის „გასაღები" აფხაზებთან და ოსებთან "შერიგების მშვიდობიანი გზისთვის;
  • მარგველაშვილმა მოუწოდა ევროკავშირს „მოხდეს კოორდინირებული რეაგირება" რუსეთის აშკარა „ზეწოლაზე".


ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე სამიტის მონაწილეების შეკრება ვილნიუსში პლენარულ სესიაზე, 29 ნოემბერი. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 

საქართველო აპირებს იყოს ლიდერი როგორც რეფორმების, ისე ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გამოსვლისას და მოუწოდა დონორთა კონფერენციის მოწვევისკენ მომავალ წელს, რათა მოიზიდოს თანხები საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ასოცირების განხორციელების საქმეში.

საქართველომ და მოლდოვამ ვილნიუსში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმებების პარაფირება მოახდინეს.

29 ნოემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე სამიტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომლისთვისაც ეს პირველი უცხოური ვიზიტი იყო პრეზიდენტის რანგში, ასოცირების ხელშეკრულებას უწოდა „მთავარი სამოქმედო გეგმა საქართველოს  თანამედროვე და ჭეშმარიტად ევროპულ სახელმწიფოდ ტრანსფორმირებისთვის".

„ჩვენ დავტოვეთ პოსტსაბჭოთა პარადიგმა და ახლა ეტაპობრივად ვიკავებთ ჩვენს კანონიერ ადგილს ევროპული ერების საზოგადოებაში", – განაცხადა მარგველაშვილმა მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ტექსტის თანახმად.

„უკანასკნელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ევროპული გზა არის გამოწვევა ჩვენი რეგიონის ქვეყნებისათვის. ევროკავშირის მხარდაჭერა და დახმარება არის გადამწყვეტი, რათა 2014 წელს ხელი მოეწეროს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას", – განაცხადა მან.

ვილნიუსის სამიტის დასკვნითი დეკლარაცია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში აქამდე განხორციელებულ მუშაობას აჯამებს და სამომავლო გეგმებს განსაზღვრავს, თავის მიზნებს შორის 2014 წლის შემოდგომაზე ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ასახელებს. 

ახლა ევროკავშირის წევრი სახელწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები რამდენიმე ძირითად სფეროს განსაზღვრავენ და შემდეგ ევროკომისია კონკრეტულ მიზნებს შეიმუშავებს თითოეულ ამ სფეროსთან მიმართებაში, რომლის საფუძველზეც ევროკავშირი დააკვირდება საქართველოს საქმიანობას ამ მიზნების განხორციელების კუთხით, რათა შემდეგ განსაზღვროს შესაძლებელია, თუ არა მასთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.   
 
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მისი რატიფიცირება იქნება საჭირო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოების და ასევე ევროპარლამენტის მიერ.

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის „მეტი მეტისთვის" მიდგომის შესაბამისად, საქართველო „პირობას დებს, რომ სწრაფად განავითარებს რეფორმების პროცესს, რათა დროულად მოახდინოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის კონსოლიდაცია".  
მისი თქმით, ქვეყნის მიზანია იყოს ლიდერი როგორც რეფორმებში, ისე ინტეგრაციაში. 

„ჩვენი თავდაუზოგავი ძალისხმევის მხარდასაჭერად, გთავაზობთ დონორთა კონფერენციის მოწვევას 2014 წელს ბრიუსელში, რომელშიც სხვა დელეგატებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ეროვნული განვითარების ბანკის სხვადასხვა ორგანიზაციები, რათა მხარი დაუჭირონ  საქართველოს მუშაობას, პოლიტიკური ასოცირებისა და  თავისუფალი ვაჭრობის მისაღწევად, აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში. ეს კონფერენცია ხაზს გაუსვამს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს რეფორმების მიმართ", – განაცხადა მან.

მარგველაშვილმა მოუწოდა ევროკავშირს, რომ „მოხდეს კოორდინირებული რეაგირება" რუსეთის აშკარა „ზეწოლაზე", რაც მიზნად ისახავს, რომ საქართველომ მომავალ წელს ხელი ვერ მოაწეროს შეთანხმებებს.

„უნდა აღვნიშნო, რომ ასევე მივესალმებით ევროკავშირის დიალოგს რუსეთთან და ამით, განვმარტავთ იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, არამედ პრობლემათა იმგვარი გადაწყვეტაა, სადაც წაგებული არ არსებობს. ის ზრდის ეკონომიკურ კეთილდღეობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, რაც ასევე სარგებელს მოუტანს რუსეთს", – განაცხადა მან.

მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ერთი მხრივ „შემცირდეს ის საფრთხე, რომელიც რუსი სამხედროების ბოლო დროინდელი მოქმედებებით შეიქმნა საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში" და მეორე მხრივ, „მოხდეს კოორდინირებული რეაგირება ნებისმიერ აშკარა ზეწოლაზე რუსეთის მხრიდან, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ უარი ვთქვათ ჩვენს მიზანზე - 2014 წელს მოხდეს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა".   
 
მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირება არის „გასაღები შერიგების მშვიდობიანი გზისთვის ჩვენს იმ თანამემამულეებთან, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ; ასევე ჩვენი ქვეყნის ხელახლა გაერთიანებისათვის, რადგან სწორედ მიმზიდველობაა ის, რაც დააბრუნებს ამ რეგიონებს ქართულ სახელმწიფოში".

საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ მისი მონაწილეები მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ფილიპ ლეფორის საქმიანობას, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ერთ–ერთი თანათავმჯდომარეა.

დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ მონაწილეები „ხაზს უსვამენ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელებას და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნას. მონაწილეები ხაზს უსვამენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულად განხორციელებას და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ".

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ დასკვნითი დეკლარაციის ტექსტი „წარმატებაა", რომელიც მისი თქმით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ასახავს. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო კმაყოფილია დეკლარაციის ფორმულირებით კონფლიქტებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წინა ორი,  2009 და 2011 წლების სამიტისგან განსხვავებით, ბოლო სამიტი ხაზს უსვამს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელების საჭიროებას.

პოლიტიკოსები თბილისში როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან მიესალმნენ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ხაზს უსვამდნენ, რომ ეს წინა ხელისუფლების მუშაობის შედეგია, რომელიც შემდეგ ახალმა მთავრობამ განაგრძო. რამდენიმე მინისტრმა, კერძოდ მაია ფანჯიკიძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ასევე აღიარეს წინა ხელისუფლების როლი ამ პროცესში.

იმავდროულად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად ვილნიუსში ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაც გაიმართა. დეპუტატი დავით ბაქრაძე, რომლის ნაციონალური მოძრაობაც  ევროპის სახალხო პარტიის პარტნიორია, იმ შეხვედრას დაესწრო, რომელმაც მოუწოდა, რომ „ბოლო მოეღოს პოლიტიკურ დევნას და შერჩევით სამართალს" საქართველოში და წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდეს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მოთხოვნები ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინაპირობა უნდა გახდეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ პირდაპირ განაცხადა, როდესაც მას ვილნიუსში ჰკითხეს, თუ როგორია ევროკავშირის ლიდერების გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეფორმების თვალსაზრისით, რომ „ჩვენი გზავნილი... თუ მას ერთ წინადადებაში შევაჯამებ, ასეთია: თქვენ გქონდათ თქვენი კავკასიური ვენდეტა ყოფილ ადმინისტრაციასთან, მაგრამ კმარა და ახლა განაგრძეთ რეფორმები".

ვილნიუსში პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „პოლიტიკური ვენდეტის განხორციელება არასწორია" და პირობა დადო, რომ მართლმსაჯულება არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული და რომ ყველა ქმედება „კანონის უზენაესობასთან სრულ შესაბამისობაში" იქნება.

ამავე თემაზე

ნანახია: 447 | დაამატა: gela | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz