Мой сайт
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [2]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 3
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

„ნატახტარის ფონდი“ თანხის შეგროვების მესამე ტალღას იწყებს

თბილისი (BPI) - მზრუნველობამოკლებულ მოზარდებზე მიმართული პროექტი „იზრუნე მომავალზე" გრძელდება. 25 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში" კომპანია „ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორი თორიკე ნიკოლაიშვილი, ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველოს" დირექტორი ლელა მერაბიშვილი და ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი საზოგადოებას გააცნობენ პროექტ „იზრუნე მომავალზე" ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს 2013 წლისთვის და გამოაცხადებენფონდში თანხის შეგროვების მომდევნო ეტაპის დაწყებას.

 

კომპანია „ნატახტარმა" 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდინატახტარი" და  დაიწყო საქველმოქმედო პროექტის- „იზრუნე მომავალზე" განახორციელება. 3 თვის განმავლობაში ნატახტარის ლიმონათისთითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა მზრუნველობამოკლებული მოზარდების ბაზა. ფსიქოლოგების მუშაობის შედეგად გამოიკვეთა 15, 16, 17 და 18წლის 216 მოზარდი, სწორედ ამ ჯგუფზე გადანაწილდა ფონდის თანხის უდიდესი ნაწილი და ფსიქოლოგების დახმარებით თითოეული მოზარდისათვის განისაზღვრა ის მიმართულებები, რომელიც მისთვის საინტერესო იყო. მაგალითად: სასკოლო საგნებში მომზადება, სწავლა კოლეჯში (პროფესიული სასწავლებლები), მართვის მოწმობის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსები, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები და ა.შ. ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება მოზარდების ტრანსპორტირებაც.

პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს" მხარდაჭერით და საქართველოსპატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: gela (12.02.2013)
ნანახია: 482 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz