თბილისი (BPI) – „პრივატბანკმა" (საქართველო) კაპიტალის,17,9%-ით (611 000 ლარი), 109,2 მლნ ლარამდე გაზრდის შესახებ განაცხადა.
"ბანკის კაპიტალის გაზრდა - ეს არა მხოლოდ ბანკის მუშაობის საიმედოობისა და საქართველოში თანამედროვე საბანკო ქსელის აქტიურად განვითარების პრიორიტეტების მორიგი დადასტურებაა, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დასაკრედიტებლად უფრო ფართო შესაძლებლობებზე მიუთითებს, თანამედროვე ხელმისაწვდომი საკრედიტო პროგრამების განსავითარებლად" - განაცხადა სს "პრივატბან
... კითხვის გაგრძელება »
თბილისი (BPI) - ტელეკომპანია მაესტროზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს, თებერვლიდან არხი განახლებული ბადით დაიწყებს მაუწყებლობას. შესაძლოა რეორგანიზაციის შედეგად მაესტროზე ორი პოლიტიკური თოქ შოუ "პოლიტმეტრი" და "არგუმენტები" დაიხუროს.
"პირველი რადიო" ამ თემაზე ტელეკომპანია მაესტროს გენერალურ დირექტორის ბაია გადაბაძეს ესაუბრა, რომელმაც გადაცემების დახურვის შესაძლებლობა არ გამოირცხა.
თბილისი (BPI) - ბოლო 5 თვის განმავლობაში ვარდნის შემდეგ, ამ წლის ოქტომბერში დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოების ბრუნვის წლიური ზრდა დაფიქსირდა.
„საქსტატის" წინასწარი ინფორმაციით, დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვამ ოქტომბერში 4.136 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 5.3%-ით მეტია.
თბილისი (BPI) - საქართველოს ახლად დამტკიცებულმა მთავრობამ ერთ-ერთ პირველ სხდომაზე შავი ზღვის სანაპიროზე ახალი პორტის მშენებლობის საკითხი განიხილა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის პროექტის მიზანშეწონილობის შესასწავლად ხუთი მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა. ლაპარაკია იმ ტერიტორიის შესწავლაზე, სადაც წინა ხელისუფლება პორტთან ერთად ქალაქ ლაზიკის აშენებას აპირებდა.
ანაკლიის პორტი ნაწილი იყო პროექტისა, რომელსაც ქალაქ ლაზიკას უწოდებდა ამ იდეის ავტორი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მის ამ წამოწყებას სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ არასერიოზულ იდეას უწოდებდა იმჟამად ოპოზიცია, ახლა კი მმართველი პოლიტიკური ძალა ”ქართული ოცნება”. დაჭაობებულ ტერიტორიაზე ნახევარმილიონ
... კითხვის გაგრძელება »
თბილისი (BPI) - მომავალი წლის ზაფხულიდან პროექტ "„Silk Wind"-ის რეალიზება დაიწყება. უკვე გადაწყვეტილია, რომ 2014 წლის მარტში პროექტში მონაწილე ყველა მხარესთან შესაბამისი ხელშეკრულება იქნება გაფორმებული. როგორც ცნობილია, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქეთი პროექტ „Silk Wind"-ის ფარგლებში სარკინოგზო გადაზიდვებზე ერთიან ტარიფებს აამოქმედებენ. "„Silk Wind"-ით სარგებლობისთვის ერთ კონტეინერზე 5 ათასი დოლარი იქნება გადასახდელი.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მიულოცა საქართველოს და მოლდოვას 28–29 ნოემბერს ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების „ისტორიული" პარაფირება.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელი ხალხი შეძლებს „თავისი თავისუფალი არჩევნის რეალიზებას", ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ თბილისი „შეშფოთებით" ადევნებს თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.