Мой сайт
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 3
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 2 » გიორგი სიგუა: 2013 წელი ქართული ტურიზმისთვის უპრეცენდენტოდ წარმატებული გამოდგა ( ოთხშაბათი, 18 დეკემბერი 2013 00:00)
1:03 PM
გიორგი სიგუა: 2013 წელი ქართული ტურიზმისთვის უპრეცენდენტოდ წარმატებული გამოდგა ( ოთხშაბათი, 18 დეკემბერი 2013 00:00)

თბილისი (BPI) - „2013  წელი  ქართული  ტურიზმისთვის  უპრეცენდენტოდ  წარმატებული  გამოდგა", - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ გააკეთა, რომელმაც დღეს ადმინისტრაციის მიერ 2013 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინა.

 

როგორც გიორგი სიგუამ აღნიშნა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  პოლიტიკა დარგის მაქსიმალურად მცირე დროში განვითარებისკენაა მიმართული.

„2013  წელი  ქართული  ტურიზმისთვის  უპრეცენდენტოდ  წარმატებული  გამოდგა.  ჩვენ ევროპის  მასშტაბით  ყველაზე  შთამბეჭდავი  ზრდა  გვაქვს. გაეროს   მსოფლიო  ტურიზმის ორგანიზაციის  ანგარიშშიც  საქართველომ  უმაღლესი შეფასება მიიღო. ზრდა აღინიშნება, როგორც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაში, რამაც 5 მილიონს გადააჭარბა, ასევე განთავსების საშუალებების დატვირთვის კოეფიციენტის მატების კუთხითაც. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს გაზრდილი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის საერთაშორისო შემოსავლები, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში და  დასაქმება. 2014 წელს ტურიზმის ეროვნული  ადმინისტრაცია  გაორმაგებული  ბიუჯეტით  და  გაორმაგებული  ძალებით იმუშავებს  3  პრიორიტეტულ  მიმართულებაზე. ეს  არის  მიზნობრივ ბაზრებზე პოზიციონირება, ტურისტული  ინფრასტრუქტურის განვითარება - მოწესრიგება   და  მომსახურების  ხარისხის  გაუმჯობესებაზე  ზრუნვა" - განაცხადა გიორგი სიგუამ.

სიგუას განმარტებით, 2013 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში არაერთი უპრეცენდენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდა, მათ შორის:

ახალი ტურისტული პორტალი www.georgia.travel  - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაიწყო ახალ ტურისტულ პორტალზე მუშაობა და საწყისი ვერსიაც გაუშვა. მისი მეშვეობით მოგზაურები მაქსიმალურ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს შესახებ. ონლაინ რუკის მეშვეობით შეძლებენ მოინიშნონ მათთვის სასურველი ლოკაციები და რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგეგმონ და განახორციელონ მარშრუტები. ასევე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ მეგობრებს გაუზიარონ მათი მოგზაურობის ამსახველი ფოტო და ტექსტური მასალა, შეაფასონ და დაწერონ რევიუები კონკრეტული ლოკაციების შესახებ. ახალ პორტალზე იქნება წარმოდგენილი ბრენდირებული გვერდები ქართული ფოლკლორი, ნაციონალური სამოსისა და  კულტურის შესახებ. ყველა ეს ინფორმაცია თუ ფუნქცია მარტივი მოსახმარი იქნება  და ტურისტებს შეეძლებათ ერთგვარი სამოგზაურო დღიური შექმნან.

 

24  საათიანი  ცხელი  ხაზი  ტურისტებისთვის - საქართველოში ტურისტებისთვის 24 საათიანი ცხელი ხაზი ამუშავდა. ნომერზე - 0 800 800 909 როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია განთავსების, გადაადგილება-ტრანსპორტირებისა და კვების ობიექტების შესახებ სრულიად უფასოდ. სურვილის შემთხვევაში მიეცემათ რეკომენდაციები ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების,  ასევე ქვეყანაში დაგეგმილი ეროვნული  დღესასწაულების, ფესტივალებისა და სხვა აქტივობების შესახებ.

ახალი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები - ამ დროისათვის სრულდება თბილისის, მარტვილისა და ჩხოროწყუს საინფორმაციო ცენტრების მშენებლობა. 2014 წელს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები გაიხსნება ბაკურიანში, ყაზბეგში, ზუგდიდსა და ფოთში.

ტურიზმის ელჩები -  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით,  მიზნობრივ ქვეყნებში „საქართველოს ტურიზმის საპატიო წარმომადგენლები" დაინიშნა. წარმომადგენლების ძირითადი მისია საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ქვეყნის ტურისტული იმიჯის პოპულარიზაცია იქნება.

მობილური გიდები - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დედაქალაქის სტუმრებს ახალი სერვისი „მობილური გიდები" შესთავაზა. ქ. თბილისში ტურისტულად დატვირთულ ადგილებში გადაადგილდებოდნენ მობილური ჯგუფები და ტურისტებს უზრუნველყოფდნენ მათთვის საჭირო ინფორმაციით სრულიად უფასოდ. პროექტი მიზნად ისახავდა ზაფხულის სეზონზე მიმზიდველი ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი მოგზაურებისთვის.

პრეს და გაცნობითი ტურები - მომზადდა ასეულობით სტატია უცხოურ პრესაში

წარმატებული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე - განხორციელდა უკრაინის ძირითად ქალაქებში, ასევე აზერბაიჯანში, ლიტვასა და ლატვიაში.

საკონვენციო ბიუროს შექმნა - საქართველო რამდენიმე თვის წინ გახდა ICCA-ს (საერთაშორისო კონგრესებისა და შეკრებების ასოციაცია) წევრი. ორგანიზაციის წევრობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებას და მრავალრიცხვოვანი უცხოური დელეგაციების მოზიდვას.

ნანახია: 802 | დაამატა: gela | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz