Мой сайт
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 3
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 2 » ლიტვა ნატო–ს მომავალ სამიტზე საქართველოსთვის MAP–ის მინიჭებას მხარს უჭერს ( სამშაბათი, 17 დეკემბერი 2013 20:00)
1:06 PM
ლიტვა ნატო–ს მომავალ სამიტზე საქართველოსთვის MAP–ის მინიჭებას მხარს უჭერს ( სამშაბათი, 17 დეკემბერი 2013 20:00)

თბილისი (BPI) – საქართველოს უწყებათაშორისმა დელეგაციამ ლიტვაში კონსულტაციები გამართა.

დელეგაციას, რომელშიც საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. კონსულტაციებზე ლიტვის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ანდრიუს კრივასი ხელმძღვანელობდა.

კონსულტაციების დღის წესრიგში იყო მზადება ნატო–ს 2014 წლის სამიტისათვის, საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის საკითხები, უსაფრთხოების ვითარება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებაზე განახლებული მოლაპარაკებები, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში, ბირთვული უსაფრთხოება და თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კონსულტაციების დროს აღინიშნა, რომ ლიტვა მხარს უჭერს ნატო–ს მომავალ სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას და ყველანაირად დაეხმარება საქართველოს ამ მიმართულებით. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, წარმატებულად ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, საქართველოს აქტიურობას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

 

ლიტველმა კოლეგებმა საქართველოს ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის დოკუმენტის პარაფირება მიულოცეს და იმედი გამოთქვეს, რომ  მათი ხელმოწერა დროულად მოხდება. აღინიშნა ევროკავშირთან ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობა მიიღოს. ქართულმა დელეგაციამ ლიტვის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენების თაობაზე, მათ შორის მავთულხლართების განახლებულ გავლებაზე. ლიტვის მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დაგმო რუსეთის დესტრუქციული ქმედებები. 

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლიტვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის 2014 წლის თანამშრომლობის გეგმას.

ლიტვის პარლამენტში საქართველოს დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს პროფესორ ბენედიქტას იოდკას შეხვდა.

გარდა ამისა, ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ: შესაძლებლობები და გამოწვევები. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდენ უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები.

ნანახია: 541 | დაამატა: gela | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz