თბილისი (BPI) - ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობამ ნოემბრის ბოლოსთვის $4.203 მლრდ შეადგინა, ხოლო ოქტომბრის ბოლოს - $4.205 მლრდ. შესაბამისად, 1 თვეში ვალი $2 მლნ-ით არის შემცირებული. წლის დასაწყისში სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა $4.357 მლრდ იყო და გამოდის, რომ 11 თვეში სახელმწიფომ საგარეო ვალი $154 მლნ-ით შეამცირა. ნოემბრის ბოლოსთვის მთლიანი საგარეო ვალიდან, $4.055 მლრდ მთავრობის საგარეო ვალია, ხოლო ეროვნული ბანკის დავალიანება $147.687 მლნ-ს შეადგენს.
|