Мой сайт
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 3
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 2 » შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში, საქართველოში 700 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება ოთხშაბათი, 18 დეკემბერი 2013 09:26
12:59 PM
შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში, საქართველოში 700 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება ოთხშაბათი, 18 დეკემბერი 2013 09:26

თბილისი (BPI) - საქართველოში მზისა და ქარის ელექტროსადგურების განვითარება იგეგმება. სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ამერიკული კომპანიის "აელუს აპოლო ალტო ენერჯი" დირექტორი მუკემელ სარიმსაკჩი დღეს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს. 


ინვესტორი და სამინისტროს შვილობილი კომპანია "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორი გიორგი ბეჟუაშვილი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასაც გააფორმებენ.
შეთანხმება ახალი კომპანიის დაფუძნებას გულისხმობს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 მგვტ-მდე ქარისა და მზის პოტენციური ელექტროსადგურების კვლევა-განვითარებას განახორციელებს.

კომპანიაში "ენერგეტიკის განვითარების ფონდის" წილი 15%-ით განისაზღვრება, ხოლო "აელუს აპოლო ალტო ენერჯის" - 85%-ით. პირველ ეტაპზე ქარისა და მზის ელექტროსადგურების მიზანშეწონილობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა განხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგაც ელექტროსადგურების მშენებლობის კონკრეტული ადგილები დადგინდება.

გარდა ამისა, 19 დეკემბერს, 15:00 საათზე შპს "აელუს ალტო ენერჯის" წარმომადგენლი/სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორი ტონი სება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) ალტერნატიული ენერგეტიკის წყაროების შესახებ ლექციას წაიკითხავს.

ნანახია: 592 | დაამატა: gela | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz