აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მიულოცა საქართველოს და მოლდოვას 28–29 ნოემბერს ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების „ისტორიული" პარაფირება.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელი ხალხი შეძლებს „თავისი თავისუფალი არჩევნის რეალიზებას", ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ თბილისი „შეშფოთებით" ადევნებს თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს არ დაესწრება, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის სახელმწიფო ინგლისურენოვან საინფორმაციო არხთან Russia Today-სთან ინტერვიუში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთში მისი ვიზიტის ფარგლებში 2 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოზიციების გამყარებას აპირებს.
თბილისი - მზრუნველობამოკლებულ მოზარდებზე მიმართული პროექტი „იზრუნე მომავალზე" გრძელდება. 25 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში" კომპანია „ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორი თორიკე ნიკოლაიშვილი, ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველოს" დირექტორი ლელა მერაბიშვილი და ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი საზოგადოებას გააცნობენ პროექტ „იზრუნე მომავალზე" ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს 2013 წლისთვის და გამოაცხადებენფონდში თანხის შეგროვების მომდევნო ეტაპის დაწყებას.
თბილისი (BPI) - სამკურნალო საშუალებების ექსპორტი საქართველოდან იანვარ-ოქტომბერში 60%-ით გაიზარდა და 42 მილიონ 560 ათასი დოლარი შეადგინა.
აქედან დასაფასოებელ პროდუქციას მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი - 536 ათასი დოლარი უკავია.
აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული ინდუსტრია საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. 2009 წელს მედიკამენტების ექსპორტმა - 24 ,2 მილიონი დოლარი, 2010 წელს - 35 მილიონი დოლარი, 2011 წელს 42,3 მილიონი დოლარი, ხოლო შარშან - 52,3 მილიონი დოლარი შეადგინა.
თბილისი (BPI) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დღეს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შეხვედრის თემაა ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და რეგიონულ განვითარებაში, სამინისტროს 2014 წლის პოლიტიკა, ძირითადი პრიორიტეტები და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც აქტუალური იქნება არამარტო მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო კომპანიებისათვის, არამედ სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვისაც.
თბილისი (BPI) - 3-4 დეკემბერს დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, NGC-ის შეხვედრაზე, რომელიც ნატო-ს შტაბ-ბინაში 4 დეკემბერსაა ჩანიშნული, ქართული მხარე მოკავშირეებთან ერთად ნატო-საქართველოს დღის წესრიგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას განიხილავს.
თბილისი (BPI) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ეს საქართველოში ბრიუს დევისის პირველი სტუმრობაა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმარს იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც აზიის განვითარების ბანკსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის არსებობს. თავის მხრივ, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოხატა. აზიის განვ
... კითხვის გაგრძელება »
თბილისი (BPI) - ხვალ თბილისში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-6 სხდომა გაიხსნება.
საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სხდომას სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე გახსნის. მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ: პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე ზია
... კითხვის გაგრძელება »
თბილისი (BPI) - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოში ორი წლის განმავლობაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით შეხვედრები არ გაიმართება. ამის შესახებ PACE–ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
თბილისი (BPI) - უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა, ფრაქცია „ბატკივშინას" ხელმძღვანელმა არსენი იაცენუკმა გუშინ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ, დღეს საპროტესტო აქცია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობასთან გაიმართება.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა ხვალისთვის, რომელსაც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობის პიკეტირებით დავიწყებთ. ჩვენი მთავრი პოლიტიკური მოთხოვნა ხვალისთვის - უკრაინის მთავრობის გადადგომაა. მთავრი ამოცანა იანუკოვიჩის გადადგომაა, მაგრად ამის დასაწყისი აზაროვ
... კითხვის გაგრძელება »
თბილისი (BPI) - Goldman Sachs-მა გამოაქვეყნა 2014 და 2015 წლების მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ოპტიმისტური პროგნოზი. მათი მოსაზრებით, მომავალ წელს გლობალური ეკონომიკა მოიმატებს 3 პროცენტით, ხოლო 2015 წელს იგი გაიზრდება 4 პროცენტამდე. ასეთი ტემპით განვითარება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და ევროპის ეკონომიკური სტაბილურობით. რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, წელს მათი საერთო შიდა პროდუქტი მოიმატებს მხოლოდ 2,9 პროცენტით, მაგრამ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების ტემპი ამ ქვეყნებშიც აჩქარდება. მიუხედავად Goldman Sachs-ის ოპტიმიზმის, მსოფლიოს ეკონომიკის საერთო ფონი ჯერ-ჯერობით რჩება დეპრესიული.