Мой сайт
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 3
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 2 » აშშ მიესალმა საქართველოსთან და მოლდოვასთან ევროკავშირის შეთანხმებების პარაფირებას
8:11 PM
აშშ მიესალმა საქართველოსთან და მოლდოვასთან ევროკავშირის შეთანხმებების პარაფირებას

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მიულოცა საქართველოს და მოლდოვას 28–29 ნოემბერს ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების „ისტორიული" პარაფირება.

„მივესალმებით საქართველოს და მოლდოვას კანონის უზენაესობის, დემოკრატიის და თავისუფალი ბაზრების გაძლიერების გამო. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მიზნების შესრულება ერთ–ერთი საიმედო გზაა ევროპისკენ, თავისუფალი და მშვიდობიანი", – განაცხადა კერიმ 29 ნოემბერს.

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, რომელიც მომავალ კვირას მოლდოვას ესტუმრება, ასევე განაცხადა, რომ აშშ „ძლიერ მხარდაჭერას" უცხადებს საქართველოს და მოლდოვას ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, გავაღრმავოთ პარტნიორობა საქართველოს და მოლდოვას ხალხებთან, და განვაგრძობთ მათი მთავრობების მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ისინი საფუძველს უყრიან უფრო ფართო ევროპულ ინტეგრაციას და უკეთეს და უფრო წარმატებულ მომავალს", – განაცხადა მან.  

ნანახია: 485 | დაამატა: gela | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz