Мой сайт
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 3
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 2 » დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ბრიუს დევისს შეხვდა
7:18 PM
დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ბრიუს დევისს შეხვდა

თბილისი (BPI) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ეს საქართველოში ბრიუს დევისის პირველი სტუმრობაა. 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმარს იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც აზიის განვითარების ბანკსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის არსებობს. თავის მხრივ, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოხატა. აზიის განვითარების ბანკი საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული.  

დავით ნარმანიამ ბრიუს დევისს სამინისტროს სამომავლო სტრატეგია და ის პროექტები გააცნო, რომლის განხორციელებაც იგეგმება, ასევე თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა. 

"აზიის განვითარების ბანკი უკვე ჩართულია აქაურ პროექტებში წყალმომარაგების, ტრანსპორტისა თუ სხვა მიმართულებებით. სასიამოვნოა, რომ ჩვენ ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს. ჩვენ გვაქვს სურვილი, ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს", -  განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიუს დევისმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ინსტიტუციური განვითარებისა და თანამედროვე ლაბორატორიის შექმნის კუთხით მხარდაჭერა სთხოვა, რომელიც სამინისტროს როგორც  ახალი კადრების აღზრდაში, ისე მასალების ანალიზში დაეხმარება.      

"აზიის განვითარების ბანკთან, როგორც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ვისაუბრეთ. ვიცე-პრეზიდენტს აინტერესებდა ძირითადი მიდგომები, რომლითაც ჩვენი სამინისტრო საქმიანობს. მან საკუთარი მოსაზრებებიც გაგვიზიარა. სხვა საკითხებთან ერთად, მე ბატონ ბრიუსს მხარდაჭერა ვთხოვე თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილების დაჩქარებაში, რაზეც აზიის განვითარების ბანკის მხრიდან შესაბამისი მზაობა არსებობს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება.

ნანახია: 500 | დაამატა: gela | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz