თბილისი (BPI) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დღეს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შეხვედრის თემაა ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და რეგიონულ განვითარებაში, სამინისტროს 2014 წლის პოლიტიკა, ძირითადი პრიორიტეტები და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც აქტუალური იქნება არამარტო მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო კომპანიებისათვის, არამედ სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვისაც. აღნიშნული შეხვედრის მიზანია, გაიმართოს დიალოგი კერძო და საჯარო სექტორებს შორის და გაგრძელდეს თანამშრომლობა ეფექტურობის გასაზრდელად.
|