თბილისი (BPI) - უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა, ფრაქცია „ბატკივშინას" ხელმძღვანელმა არსენი იაცენუკმა გუშინ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ, დღეს საპროტესტო აქცია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობასთან გაიმართება. „ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა ხვალისთვის, რომელსაც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობის პიკეტირებით დავიწყებთ. ჩვენი მთავრი პოლიტიკური მოთხოვნა ხვალისთვის - უკრაინის მთავრობის გადადგომაა. მთავრი ამოცანა იანუკოვიჩის გადადგომაა, მაგრად ამის დასაწყისი აზაროვ-იანუკოვიჩის მთავრობის გაგადგომა უნდა გახდეს", - განაცხადა იაცენუკმა.
|