Мой сайт
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 3
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 2 » ხვალ თბილისში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიხსნება
7:13 PM
ხვალ თბილისში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიხსნება

თბილისი (BPI) - ხვალ თბილისში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-6 სხდომა გაიხსნება.

საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სხდომას სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე გახსნის. მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ: პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე ზიაფატ ასგაროვი, მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ ბოდრუგი, უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი რუსლან კოშულინსკი, ბალტიის ასამბლეის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი, პოლონეთის პარლამენტის სეიმის მარშლის მოადგილე ცეზარ გრაბარჩიკი და სუამ-ის გენერალური მდივანი ვალერი ჩეჩელაშვილი.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის მონაწილეთა განსახილველ თემებს შორისაა: საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის როლი საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერის სფეროში; სუამ-ის საზღვრებში არსებული კონფლიქტები და მათი ზეგალენა რეგიონულ და საერთაშორისო მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე; პოლიტიკური ურთიერთობები და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია -- გამოცდილების გაზიარება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში; აღმოსავლეთ პარტნიორობა -- ვილნიუსიდან რიგამდე; სუამ-ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე დაგგემილია სუამ-ის ეკონომიკურ პოტენციალთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

ღონისძიების ფარგლებში დაგგემილია ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრების გამართვა.

სუამის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-6 სხდომა 3 დეკემერს დაიხურება. სესიის ბოლოს სუამის საპარლამენტო ასამბლეის წევრები შემაჯამებელ დოკუმენტს მიიღებენ. დაგეგმილია შემაჯამებელი პრესკონფერენციაც.

დელეგაციის წევრები საქართველოდან გამგზავრებამდე მცხეთას ეწვევიან, სადაც ჯვრის მონასტერსა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს დაათვალიერებენ.

დღეს საღამოს კი სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართება.

ნანახია: 466 | დაამატა: gela | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz