თბილისი (BPI) - ტელეკომპანია მაესტროზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს, თებერვლიდან არხი განახლებული ბადით დაიწყებს მაუწყებლობას. შესაძლოა რეორგანიზაციის შედეგად მაესტროზე ორი პოლიტიკური თოქ შოუ "პოლიტმეტრი" და "არგუმენტები" დაიხუროს. "პირველი რადიო" ამ თემაზე ტელეკომპანია მაესტროს გენერალურ დირექტორის ბაია გადაბაძეს ესაუბრა, რომელმაც გადაცემების დახურვის შესაძლებლობა არ გამოირცხა. "ჩვენ თოქ შოუების გადაფორმატებას ვგეგმავთ, მაგრამ ამ წუთებში არ მაქვს ზუსტი პასუხი შესაძლოა არც პოლიტმეტრი იყოს ეთერში და არც არგუმენტები ან შეიძლება ორივე დარჩეს ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი პოლიკიტიკური თოქ შოუები ამ რაოდენობით დღეში ორი ეთერში აღარ იქნება" განაცხადა ბაია გადაბაძემ "პირველ რადიოსთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან მაესტრო საინფორმაციო სამსახურის რეორგანიზაციასაც გეგემავს და დღის მთავარო გამოშვებას ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია წაიყვანენ
|