თბილისი (BPI) - 3-4 დეკემბერს დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, NGC-ის შეხვედრაზე, რომელიც ნატო-ს შტაბ-ბინაში 4 დეკემბერსაა ჩანიშნული, ქართული მხარე მოკავშირეებთან ერთად ნატო-საქართველოს დღის წესრიგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას განიხილავს. მაია ფანჯიკიძე მინისტერიალის ფარგლებში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების შეხვედრაზე ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სიტყვით გამოვა. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუსელში ვიზიტისას ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება და ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
|