Мой сайт
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 3
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 2 » ნავთობის ფასი სტაბილურად იკლებს
7:04 PM
ნავთობის ფასი სტაბილურად იკლებს

თბილისი (BPI) - Goldman Sachs-მა გამოაქვეყნა 2014 და 2015 წლების მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ოპტიმისტური პროგნოზი. მათი მოსაზრებით, მომავალ წელს გლობალური ეკონომიკა მოიმატებს 3 პროცენტით, ხოლო 2015 წელს იგი გაიზრდება 4 პროცენტამდე. 
ასეთი ტემპით განვითარება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და ევროპის ეკონომიკური სტაბილურობით. რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, წელს მათი საერთო შიდა პროდუქტი მოიმატებს მხოლოდ 2,9 პროცენტით, მაგრამ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების ტემპი ამ ქვეყნებშიც აჩქარდება.  
მიუხედავად Goldman Sachs-ის ოპტიმიზმის, მსოფლიოს ეკონომიკის საერთო ფონი ჯერ-ჯერობით რჩება დეპრესიული.

ამ დეპრესიის ფონზე კი ნავთობის ფასი აგრძელებს სტაბილურად კლებას. ელოდებიან, რომ იგი კიდევ დაიკლებს 5 პროცენტით და ახალ მინიმუმს დააფიქსირებს უახლოეს მომავალში. ფასის კლების გაგრძელების სტიმულირება აგრეთვე გამოიწვია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულმა მოლაპარაკებების დადებითად მიმდინარეობამ.

იაპონია აგრძელებს სუსტი იენის პოლიტიკის გატარებას და უახლოეს მომავალში ამ პროცესის შეწყვეტას არ აპირებს. ქვეყანა ყოველთვიურად ბეჭდავს 7 ტრილიონი იენს და ამით ცდილობს მინიმუმ ორ წელიწადში გაზარდოს ორჯერ ფულადი მასა და ინფლაცია 2 პროცენტამდე. იენის დასუსტებამ დადებითი შედეგი უკვე გამოიღო. ბოლო მონაცემების მიხედვით სამრეწველო ინდექსმა მოიმატა 0,5 პროცენტით, ექსპორტმა - 18,6 პროცენტით, სამომხმარებლო ფასების ინდექსმა - 0,3 პროცენტით,  ხოლო ინფლაციის დონემ მიაღწია 0,9 პროცენტს. ექსპორტზე ორიენტირებულმა ქვეყანამ თავისი ვალუტა დოლართან მიმართებაში ერთ წელიწადში უკვე 25 პროცენტით დაასუსტა. ახლო მომავალში შესაძლოა იგი ახალ მინიმუმებზეც ვიხილოთ. ერთის მხრივ ამ ნაბიჯით იაპონია ცდილობს გაზარდოს ექსპორტი,  ხოლო მეორეს მხრივ დასუსტებულმა იენამ ფართო პერსპექტივაში შეიძლება გამოიწვიოს ინვესტიციების მასიური გადინება ქვეყნიდან და ამ მოვლენასთან დაკავშირებული მაკროეკონომიკური ნეგატიური ცვლილებები.

ნანახია: 527 | დაამატა: gela | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz