თბილისი (BPI) - თბილისის მასშტაბით, „ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელში დეკემბრის აქცია დაიწყო. კომპანიის სავაჭრო ობიექტებში, მიმდინარე თვის განმავლობაში, საუკეთესო ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორც სამარხვო, ასევე ახალი წლის პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქცია. კერძოდ, აქცია ვრცელდება „კაიზერის" ბრენდის ნედლად შებოლილ ძეხვეულზე: „სალიამი" პეპერონი, „სალიამი" ორიგინალური, „შინკენვურსტი", „შვაინევურსტი", „შეიკა დელიკატესური", „ჩალაღაჯი" და „უნგრული"; ასევე: „მზარეულის" წარმოების ხინკალი „მთიულური", ქათამი „ფაზენდა", არაყი „ისტინა", ცქრიალა ღვინო „ბაგრატიონი", წვენი „პინარი", ყავა „მაკკოფე" გოლდი, „ნესტლეს" შოკოლადები, რულეტი „როიალ ქეიქი" და სხვა... რაც შეეხება სამარხვო პროდუქტს - მათ, ვინც მარხვაზეა, „ნიკორა" აქციას შემდეგ პროდუქციაზე სთავაზობს: კარაქი „ჩვენი ფერმერი", ზეთი „ივერია", მაიონეზი „სლობოდა", უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი „კორონა", მარგარინი „ონა" კრემი, კეტჩუპი „კალვე"... როგორც „ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელში აცხადებენ, სააქციო პროდუქტების შერჩევა, ტრადიციულად, მომხმარებლების მოთხოვნებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით მოხდა.
|