რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთში მისი ვიზიტის ფარგლებში 2 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოზიციების გამყარებას აპირებს. „რუსეთი აქედან არსად წასვლას არასოდეს არ აპირებდა. პირიქით, ჩვენ ვაპირებთ გავამყაროთ საკუთარი პოზიციები იმიერკავკასიაში ", - განაცხადა მან რუსულ-სომხურ რეგიონთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიუმრიში - ქალაქში, სადაც რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა განთავსებული. აპლოდისმენტების შემდეგ პუტინმა განაგრძო: „ჩვენ გავამყარებთ საკუთარ პოზიციებს იმიერკავკასიაში ყველაფერ იმ კარგზე დაყრდნობით, რაც ჩვენი წინაპრებისგან მივიღეთ, რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის სომხეთთანაც, კეთილმეგობრულ ურთიერთობებზე დაყრდნობით".
|