Мой сайт
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 3
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 2 » ფონდი ნატახტარი
7:33 PM
ფონდი ნატახტარი

თბილისი  - მზრუნველობამოკლებულ მოზარდებზე მიმართული პროექტი „იზრუნე მომავალზე" გრძელდება. 25 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში" კომპანია „ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორი თორიკე ნიკოლაიშვილი, ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველოს" დირექტორი ლელა მერაბიშვილი და ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი საზოგადოებას გააცნობენ პროექტ „იზრუნე მომავალზე" ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს 2013 წლისთვის და გამოაცხადებენფონდში თანხის შეგროვების მომდევნო ეტაპის დაწყებას.

 

კომპანია „ნატახტარმა" 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდინატახტარი" და  დაიწყო საქველმოქმედო პროექტის- „იზრუნე მომავალზე" განახორციელება. 3 თვის განმავლობაში ნატახტარის ლიმონათისთითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა მზრუნველობამოკლებული მოზარდების ბაზა. ფსიქოლოგების მუშაობის შედეგად გამოიკვეთა 15, 16, 17 და 18წლის 216 მოზარდი, სწორედ ამ ჯგუფზე გადანაწილდა ფონდის თანხის უდიდესი ნაწილი და ფსიქოლოგების დახმარებით თითოეული მოზარდისათვის განისაზღვრა ის მიმართულებები, რომელიც მისთვის საინტერესო იყო. მაგალითად: სასკოლო საგნებში მომზადება, სწავლა კოლეჯში (პროფესიული სასწავლებლები), მართვის მოწმობის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსები, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები და ა.შ. ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება მოზარდების ტრანსპორტირებაც.

პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს" მხარდაჭერით და საქართველოსპატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

ნანახია: 494 | დაამატა: gela | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz