Мой сайт
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 3
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 4 » „Silk Wind“-ით ტვირთების გადაზიდვა 2014 წლის ბოლომდე დაიწყება
11:06 AM
„Silk Wind“-ით ტვირთების გადაზიდვა 2014 წლის ბოლომდე დაიწყება

თბილისი (BPI) - მომავალი წლის ზაფხულიდან პროექტ "„Silk Wind"-ის რეალიზება დაიწყება. უკვე გადაწყვეტილია, რომ 2014 წლის მარტში პროექტში მონაწილე ყველა მხარესთან შესაბამისი ხელშეკრულება იქნება გაფორმებული. როგორც ცნობილია, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქეთი პროექტ „Silk Wind"-ის ფარგლებში სარკინოგზო გადაზიდვებზე ერთიან ტარიფებს აამოქმედებენ. "„Silk Wind"-ით სარგებლობისთვის ერთ კონტეინერზე 5 ათასი დოლარი იქნება გადასახდელი.

თუმც უნდა აღინიშნოს, რომ პროექტ „Silk Wind"-ის რეალიზაცია მხოლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. თუმცა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი სრულფასოვან მუშაობას  2014 წლის პირველი ნახევრიდან შეუდგება.

პროექტი  „Silk Wind" ითვალისწინებს ჩინეთიდან, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპის და უკუმიმართულებით სარკინიგზო ტრანსპორტის მეშვეობით საკონტეინერო გადაზიდვების განვითარებას. პროექტი ინიცირებულია ყაზახეთის მხარის მიერ.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვას საქართველოს გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით.

ნანახია: 494 | დაამატა: gela | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz