თბილისი (BPI) – ტრანსპორტის საქალაქო სამსახური დედაქალაქში შუქნიშნების ავტომატურ სისტემაზე გადასვლის მიზნით მასშტაბურ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აწარმოებს.
როგორც ,,კომერსანტთან’’ საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე აცხადებს, სამუშაოები შუქნიშნების მთლიანი რეგულირების მიზანს ემსახურება.
მერაბ მამულაშვილის თქმით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება წელს ვერ მოესწრება და მომავალ წელსაც გაგრძელდება. რა ეღირება თბილისში შუქნიშნების ავტომატურ სისტემაზე გადაყვანა, ამ დროისთვის არ კონკრეტდება.