Мой сайт
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 3
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 2 » უსუფაშვილი და ფანჯიკიძე უკრაინის შესახებ კომენტარს აკეთებენ
8:09 PM
უსუფაშვილი და ფანჯიკიძე უკრაინის შესახებ კომენტარს აკეთებენ

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელი ხალხი შეძლებს „თავისი თავისუფალი არჩევნის რეალიზებას", ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ თბილისი „შეშფოთებით" ადევნებს თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.

თბილისში 2 დეკემბერს სუამის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას უსუფაშვილმა განაცხადა: „ვუსურვებთ უკრაინელ ხალხს, რომ მოხდეს მათი თავისუფალი არჩევნის რეალიზება და  ჩვენ ერთად გავაგრძელოთ სვლა დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროსკენ. ვიმედოვნებ, რომ ის პროცესები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს კიევში, დასრულდება მშვიდობიანად, უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს. ეს არის შიდასახელმწიფოებრივი საქმეები, მაგრამ როდესაც საქმე ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ იმ ადამიანების გვერდში, ვის მხარესაცაა სიმართლე, კონსტიტუცია და ზოგადად დემოკრატიული ფასეულობები".

მან ასევე განაცხადა, რომ არაშორსმჭვრეტელური იქნება იმაზე ფიქრი, რომ თუ საქმეები ცუდად წავა უკრაინაში, ამით საქართველო იხეირებს. მისი თქმით, შეუძლებელია რაღაც კარგი იყოს საქართველოსთვის, თუ ის არ არის კარგი უკრაინელი ხალხისთვის. 

იმავე ღონისძიების ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ „ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს იმას, რაც ხდება, რადგანაც არიან დაშავებულები" და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები „მშვიდობიანად დასრულდება და ორივე მხარე უნდა შეეცადოს ამ ვითარების მშვიდობიანად დარეგულირებას" .      

„თავად იქ მიმდინარე მოვლენებს რაც შეეხება, მე მხოლოდ იმედი შემიძლია გამოვთქვა, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ არის მას შემდეგ, რაც გუშინ უკვე იყო გადაცდომა და ძალის გამოყენება. სანამ კიდევ უარესი არ მომხდარა, ალბათ კიდევ არის დრო იმისათვის, რომ ორივე მხარე შეეცადოს ამ ვითარების მშვიდობიანად დარეგულირებას", – განაცხადა მან,. „ერთადერთი, რისკენაც ჩვენ შეგვიძლია მოვუწოდოთ როგორც დემონსტრანტებს, ისე მთავრობას არის, რომ დიალოგის საშუალებით, ძალის არგამოყენების საშუალებით მოახერხონ კონსენსუსამდე მისვლა". 

მან ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს ევროპულ არჩევანზე გავლენას ვერ მოახდენს ვერაფერი, მათ შორის ვერც კიევში მიმდინარე მოვლენები". 

კვირას თბილისში პარლამენტის ძველი შენობის წინ მცირე ჯგუფი შეიკრიბა უკრაინის პროევროპული საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობის მიზნით.

ნანახია: 485 | დაამატა: gela | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz