პრეზიდენტი მარგველაშვილი 29 ნოემბერს ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შეხვდა. ფოტო: საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტი მარგველაშვილი 29 ნოემბერს ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შეხვდა.
პრეზიდენტმა ოლანდმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „შესანიშნავი" ურთიერთგაგება არსებობს და დასძინა, რომ იგი აპირებს საქართველოს „მომდევნო თვეებში" ესტუმროს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა თავის ფრანგ კოლეგას „საფრანგეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, არაღიარების პოლიტიკასა და სხვა სფეროებში გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის" და ის საქართველოში მოიწვია.
ვილნიუსში საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე უნდა შეხვედროდა თავის კოლეგებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან; 29 ნოემბერს ოლანდი ასევე შეხვდა მოლდოვას პრემიერ–მინისტრს.
ვილნიუსის სამიტის ფარგლებში მარგველაშვილმა ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები პოლონეთის და ლატვიის პრეზიდენტებთან, ასევე ესტონეთის და სლოვენიის პრემიერ–მინისტრებთან. იგი ასევე შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბარტის.